ისრაელის სამხედროები აგრძელებენ ბრძოლას და ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში წინ მიიწევენ | ჰაგარი

ისრაელის თავდაცვის ძალები პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი ამბობს, რომ მათი სამხედროები აგრძელებენ ბრძოლას და ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში წინ მიიწევენ.
ჰაგარის თქმით, მათი რეზერვის ჯარისკაცებმა დრონებით გაანადგურეს ტერორისტი, რომელმაც ღამით ს მიმართულებით რაკეტები გაუშვა.
“ჯარისკაცები ასევე აგრძელებენ ოპერაციას ტერორისტული ინფრასტრუქტურის აღმოსაჩენად. მათ შორის, საავადმყოფოებში. დღეს დილით, ჩვენ დავთანხმდით ალ-შიფას საავადმყოფოს მენეჯმენტის მოთხოვნას და საავადმყოფოში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გადასასვლელი გავხსენით. საავადმყოფოში კი საკვები და წყალიც შევიტანეთ.

ამ ობიექტთან დაკავშირებით ჩვენს სამხედროებს ოთხი ძირითადი მიზანი აქვთ: პირველი და უმთავრესი, მძევლების შესახებ ინფორმაციის შეგროვება; მეორე – იარაღის საცავისა და მართვის ოთახების აღმოჩენა; მესამე – ტერორისტების პოვნა საავადმყოფოს კომპლექსში და მეოთხე – კლინიკის ქვეშ მიწისქვეშა ტერიტორიის აღმოჩენა და მისი განადგურება,” – ამბობს ჰაგარი.