საქართველოში ისრაელის საელჩო ღამით განვითარებული მოვლენების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
“დღეს ღამით, კიდევ ერთხელ, ირანის რეჟიმმა განზრახ მიიტანა იერიში ისრაელის მშვიდობიან მოქალაქეებზე, სანამ მათ ეძინათ.
8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი.
200-ზე მეტი დაშავდა. 35 ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. ოჯახები გახლეჩილია.
ირანი უდანაშაულოებს ესხმის თავს.
ისრაელი ესხმის თავს ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს – რომ შეაჩეროს მსოფლიოში ყველაზე საშიში ტერორისტული რეჟიმის მიერ მსოფლიოში ყველაზე საშიში იარაღის ფლობა.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის დასაცავად.
ისრაელი აკეთებს იმას, რაც აუცილებლად გასაკეთებელია”, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
