ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ცეცხლის შეწყვეტის გარშემო წინსვლაზე იუწყება, მაგრამ ჰეზბოლას ინფორმაცია არ აქვს

ისრაელის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა განაცხადა, რომ ლიბანის ჰეზბოლასთან (-ში ტერორისტულ დაჯგუფებადაა აღიარებული) „გარკვეული წინსვლაა მიღწეული” საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით. თვითონ ჰეზბოლას წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ არ მიუღია ოფიციალური წინადადება და მზად არის ომი გააგრძელოს, თუ საჭირო იქნა.
ბაიდენის ადმინისტრაცია რა ხანია ცდილობს ცეცხლის შეწყვეტას და გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი ამოს ჰოკსტინი შეიძლება რეგიონში უახლოეს მომავალში დაბრუნდეს.
AP-ის თანახმად, ს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს იძულების მექანიზმს, რომ ჰეზბოლას არ ჰქონდეს ნებართვა, აღადგინოს თავისი ინფრასტრუქტურა საზღვრის მახლობლად. „ამ საკითხში არის გარკვეული წინსვლა. ვმუშაობთ ამერიკელებთან ერთად“, – უთხრა საარმა ჟურნალისტებს.
2023 წლის ოქტომბრის შემდეგ, როცა ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში გამოცხადებულია ტერორისტულ ორგანიზაციად) თავდასხმის საპასუხოდ ისრაელი საჰაერო და სახმელეთო საომარ ოპერაციას აწარმოებს ღაზის სექტორში, ჰეზბოლამ არაერთი რაკეტა გაისროლა ისრაელის მიმართულებით. ისრაელი ოქტომბრის დასაწყისში ლიბანში შეიჭრა და საომარ ოპერაციას აწარმოებს.