ისრაელის საგარეო უწყებამ, სომხეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებით, სომხეთის ელჩი დაიბარა

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის ელჩი უწყებაში დაიბარა მას შემდეგ, რაც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„სომხეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელში სომხეთის ელჩი მკაცრი საყვედურისთვის დაიბარა“, – აღნიშნულია ს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებაში ორი სახელმწიფოს პრინციპს და რომ სომხეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება