ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი – ქვეყნებს, რომლებიც პალესტინის სახელმწიფოს მხარს უჭერენ, არ ადარდებთ რა მოუვა ისრაელს, რადგან ეს მათზე პირდაპირ გავლენას არ ახდენს

ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა პრობლემას წარმოადგენს და ეს ორი სახელმწიფოს ილუზიაა, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა.
გიდეონ საარის განცხადებით, „ქვეყნებს, რომლებიც პალესტინის სახელმწიფოს მხარს უჭერენ, არ ადარდებთ რა მოუვა ისრაელს, რადგან ეს მათზე პირდაპირ გავლენას არ ახდენს“.
„საერთაშორისო საზოგადოებაში ეს სლოგანად იქცა, ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა. ვინ თქვა, რომ ეს გადაწყვეტაა? ალბათ, ეს პრობლემაა. მე ამას ორი სახელმწიფოს ილუზიად მივიჩნევ“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის, ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ სექტემბერში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავენ.