ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი – საფრანგეთში, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დივერსიული აქტები ირანის ბოროტების ღერძისა და რადიკალური ისლამის გავლენით დაიგეგმა და განხორციელდა

საფრანგეთში, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დივერსიული აქტები ირანის ბოროტების ღერძისა და რადიკალური ისლამის გავლენით დაიგეგმა და განხორციელდა, – ამის შესახებ განცხადებას ს საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი ავრცელებს.
„2024 წლის პარიზის ოლიმპიადის წინ, საფრანგეთში, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დივერსიული აქტები ირანის ბოროტების ღერძისა და რადიკალური ისლამის გავლენით დაიგეგმა და განხორციელდა“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.
კაცის განცხადებით, თავისუფალმა სამყარომ ირანი ახლავე უნდა შეაჩეროს, სანამ გვიანი არ არის.
„როგორც ამ კვირაში ჩემი ფრანგი კოლეგა სტეფან სეჟურნე, ისრაელის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე გავაფრთხილე, ირანელები ისრაელის დელეგაციისა და ოლიმპიური თამაშების ყველა მონაწილის წინააღმდეგ ტერაქტებს გეგმავენ. მათი შეთქმულების ჩაშლის მიზნით გაძლიერებული პრევენციული ზომები უნდა იქნას მიღებული“, – აღნიშნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საფრანგეთის ჩქაროსნულ სარკინიგზო ქსელზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა. საფრანგეთის რკინიგზის ეროვნული კომპანიის ცნობით, კომპანიის ობიექტებს ცეცხლი განზრახ წაუკიდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„როგორც ვიცი, კესარია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო მონათლული და სიცოცხლეში არასდროს უარუყვია ეს რწმენა, შესაბამისად, მისთვის წესის აგება არა მხოლოდ დასაშვები, არამედ ამ ეკლესიის ვალდებულებაც კი არის“ – მამა ლეონ გელოვანი