ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი – თუ ირანი თავდასხმას საკუთარი ტერიტორიიდან განახორციელებს, ისრაელი უპასუხებს და შეტევას ირანში განახორციელებს

ისრაელი ირანის ტერიტორიიდან თავდასხმის საპასუხოდ შეტევას ირანში განახორციელებს, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
„თუ ირანი თავდასხმას საკუთარი ტერიტორიიდან განახორციელებს, ისრაელი უპასუხებს და შეტევას ირანში განახორციელებს“, – წერს ისრაელ კაცი X-ზე.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, სირიაში, ირანის საკონსულოზე თავდასხმისთვის ისრაელი უნდა დაისაჯოს.

ასევე დაგაინტერესებთ