ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი – ნეთანიაჰუ ტრამპს ესაუბრა და „ისრაელის უსაფრთხოებისთვის ერთად მუშაობაზე შეთანხმდნენ” – განიხილეს “ირანული საფრთხე“

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ განცხადებას თავად ნეთანიაჰუ და მისი ოფისი ავრცელებენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის თანახმად, ნეთანიაჰუ ერთ-ერთი პირველთაგან იყო, ვინც ტრამპს დაურეკა.
განცხადების შესაბამისად, ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის “თბილი და გულითადი საუბრის” განმავლობაში ორი ლიდერი “შეთანხმდნენ ისრაელის უსაფრთხოებისთვის ერთად მუშაობაზე” და “ირანული საფრთხე განიხილეს”.
მანამდე ნეთანიაჰუმ X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ტრამპის გამარჯვება “ისტორიულია” და “ამერიკას ახალ დასაწყისს სთავაზობს”.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე: სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ ღირსეული ოჯახის წევრი – ერთი ფეხის გადაბრუნებით ნუ განსჯით ადამიანს

დავით ზურაბიშვილი: ასეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა საკუთარი სურვილებისა და ხუშტურებისთვის, სტალინს, ჰიტლერს, მაოს, პოლ პოტს, კაციჭამია ბოკასას თუ პაპა დოკ დიუვალიეს და მობუტუ სესე სეკოსაც კი არ მოსვლია თავში