ისრაელის პრემიერმა არმიას უბრძანა ქალაქ რაფაზე იერიშისთვის მზადება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, მოემზადონ იერიშისთვის ქალაქ რაფაჰზე, რომელიც ხალხითაა სავსე.
ნეთანიაჰუმ ეს ბრძანა იმის მიუხედავად, რომ 8 თებერვალს კაიროში უნდა დაიწყოს მოლაპარაკებათა ახალი რაუნდი, რათა ჰამასთან (-ში და ევროკავშირში მიჩნეულია ტერორისტულ დაჯგუფებად) ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიონ.
ნეთანიაჰუმ ბრძანება გასცა მას მერე, რაც უარყო ჰამასის პასუხი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე. ამ დროისთვის გრძელდება დაძაბული დიპლომატიური მცდელობები ცეცხლის შეწყვეტის მიზნით.
ს პრემიერმა 7 თებერვალს განაცხადა, რომ ღაზაში სრული გამარჯვების მიღწევა შესაძლებელია და უარყო ჰამასის წინადადება ცეცხლის შეწყვეტაზე, რათა მოხდეს ღაზის სექტორში დატყვევებული მძევლების დაბრუნება. ნეთანიაჰუ თვლის, რომ ისრაელს სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა ჰამასის სრული განადგურებისა. მან თქვა, რომ ღაზაში ომის ერთადერთი გამოსავალი ჰამასზე სრული გამარჯვებაა, “საომარი ზეწოლის გაგრძელება მძევლების განთავისუფლების აუცილებელი პირობაა“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რომელიც რეგიონში იმყოფება, 7 თებერვალს თქვა, რომ ჯერ კიდევ ხედავს „შეთანხმების მიღწევის არეს“. ეს არის ბლინკენის უკვე მეხუთე ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ჰამასი ისრაელს დაესხა თავს. ვიზიტის განმავლობაში ის შეხვდა ეგვიპტის და კატარის – მძევლების შესახებ ჰამასთან მოლაპარაკების შუამავალი ქვეყნების – ლიდერებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია

გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და გახარიას კონსულტაციებისთვის მიწვევა სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა – მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება