ს პრემიერის ოფისი – მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება მიღწეულია

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა დაადასტურა, რომ “ჰამასთან” მიღწეულია შეთანხმება ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ, – ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
CNN-ის ცნობით, ს პრემიერ-მინისტრმა, მ ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტს დაავალა, დღეს შეიკრიბოს, რის შემდეგაც შეთანხმების დასამტკიცებლად მთავრობა შეიკრიბება.
„ისრაელის სახელმწიფო მოწოდებულია, მიაღწიოს ომის ყველა მიზანს, მათ შორის ჩვენი მძევლების დაბრუნებას – როგორც ცოცხლების, ასევე გარდაცვლილების“, – ნათქვამია პრემიერის ოფისის განცხადებაში.
შეთანხმების მიღწევის შესახებ ინფორმაცია შუამავალმა ქვეყნებმა : კატარმა, შეერთებულმა შტატებმა და ეგვიპტემ ოთხშაბათს გაავრცელეს. დოკუმენტი, რომელიც ძალაში კვირას უნდა შევიდეს, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას და იქ მყოფი მძევლებისა და ისრაელის მიერ დაკავებული პალესტინელი პატიმრების ეტაპობრივ გათავისუფლებას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ „ლელოს“ კრძალავს იმის გამო, რადგან ჩვენ არ შევედით არალეგიტიმურ პარლამენტში, რაც თითიდან გამოწოვილი, სასაცილო არგუმენტია მათი მხრიდან