ისრაელის პრეზიდენტი – მძევლების დაბრუნება მორალური და ეთიკური მოვალეობაა

მძევლების დაბრუნება მორალური და ეთიკური მოვალეობაა, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა.
მისი თქმით, მხარს უჭერს მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას, მაგრამ აღიარებს, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებით „გასაგები და მტკივნეული ეჭვები არსებობს“.
„ეს არის მორალური და ეთიკური მოვალეობა, რომელიც ზუსტად გამოხატავს ებრაულ და ისრაელის ღირებულებებს მძევლების დაბრუნების შესახებ და ვიმედოვნებ, რომ ეს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ყველა მძევლის სახლში დასაბრუნებლად.
ისრაელის სახელმწიფო, ისრაელის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები ყველაფერს გააკეთებენ მძევლების სახლებში დასაბრუნებლად, პარალელურად კი, ისრაელის მოქალაქეების სრულ უსაფრთხოებას აღადგენენ“, – აღნიშნა ჰერცოგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს