ს პრეზიდენტი – ისრაელს თურქეთის წინააღმდეგ რაიმე სახის გეგმები არასდროს ჰქონია

ისრაელს თურქეთის წინააღმდეგ გეგმები არასდროს ჰქონია, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა.
„მე თურქეთის ლიდერის მიერ გაკეთებული რამდენიმე კომენტარი ვნახე. მსურს ნათლად განვაცხადო, რომ ისრაელს თურქეთის წინააღმდეგ რაიმე სახის გეგმები არასდროს ჰქონია. ჩვენ თურქ ხალხს დიდ პატივს ვცემთ და ისინი ისრაელელ ხალხს დიდ პატივს სცემენ. ჩვენ ხალხებს შორის ხანგრძლივი ურთიერთობა გვაკავშირებს“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, გასულ კვირას, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის მორიგი სამიზნე, შესაძლოა,თურქეთი გახდეს.
„ისრაელის მთავრობამ მისი რელიგიური ფანატიზმით, შესაძლოა, პალესტინისა და ლიბანის შემდეგ მიზანში ჩვენი სამშობლო ამოიღოს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა