ისრაელის პრეზიდენტი ირანის ბირთვულ ობიექტებზე -ის დარტყმებზე – ირანის ბირთვულ პროგრამას მნიშვნელოვანი დარტყმა მიადგა

ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის განცხადებით, -ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმა ისტორიული და მამაცური გადაწყვეტილებაა.
BBC-სთან ინტერვიუში, კითხვაზე, განადგურდა თუ არა ირანის ბირთვული შესაძლებლობები, ისააკ ჰერცოგმა უპასუხა, რომ დეტალები არ იცის, „თუმცა ჩემთვის საკმაოდ ნათელია, რომ ირანის ბირთვულ პროგრამას მნიშვნელოვანი დარტყმა მიადგა“.
ამასთან, კითხვაზე პირდაპირ სთხოვა თუ არა ისრაელმა ტრამპს ირანზე თავდასხმა, ჰერცოგი უპასუხა: „ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ამერიკელებისთვის მიგვენდო“.
მისი მტკიცებით, არ იცოდა, რომ აშშ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას აპირებდა.
„გავიღვიძე, როდესაც ეს მოხდა“, – აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)