ისრაელის პარლამენტმა მოსამართლეების დანიშვნების შესახებ საკამათო კანონი მიიღო

ისრაელის პარლამენტმა მიიღო საკამათო კანონპროექტი, რომელიც არჩეულ თანამდებობის პირებს მოსამართლეების დანიშვნის პროცესში უფრო დიდ უფლებამოსილებას მიანიჭებს, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სასამართლო რეფორმის ერთ-ერთ საკვანძო კანონს დღეს, რამდენიმე საათიანი დებატების შემდეგ ქნესეთის 120 წევრიდან 67-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი პარლამენტის ერთი წევრი წავიდა. ოპოზიციამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა.
იუსტიციის მინისტრმა, იარივ ლევინმა, რომელმაც კანონპროექტის ინიცირება მოახდინა, განაცხადა, რომ ეს ღონისძიება მიზნად ისახავს საკანონმდებლო და სასამართლო შტოებს შორის ბალანსის აღდგენას.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ კანონის მიღება საშუალებას აძლევს ს პრემიერ -მინისტრს, ს გააგრძელოს სასამართლო რეფორმები, რამაც 2023 წელს ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროტესტი გამოიწვია. რეფორმა მას შემდეგ შეჩერდა, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა განახორციელა და ამის საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ ქნესეთში კენჭისყრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს