ისრაელის პარლამენტთან მთავრობის გადადგომისა და არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

იერუსალიმში, ქნესეთის შენობის წინ, ათობით ადამიანი საპროტესტო აქციას მართავს და მთავრობას გადადგომისა და ახალი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეები შენობის შესასვლელს ბლოკავენ და სკანდირებენ „არჩევნები ახლავე“.
”ნებისმიერი იმედი, რომელიც მთავრობას უნდა გაეჩინა ამ საგანგებო დროს, დაირღვა მათი წარუმატებელი ქმედებებით, რაც გამოიხატება მათი უფუნქციობით, მძევლების მიტოვებით, ს საერთაშორისო რეპუტაციის შელახვით, მუდმივი განხეთქილებებით და ბიუჯეტის პირადი ინტერესების სასარგებლოდ გადანაწილებით. ჩვენ მოვედით ქნესეთში, რათა მოვითხოვოთ არჩევნები, ხელისუფლების დაუყოვნებლივ შეცვლა და ექსტრემისტების გაძევება”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა