მე ნეთანიაჰუს არ ვენდობი, – ამის შესახებ ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმა განაცხადა.
„მე ნეთანიაჰუს არ ვენდობი. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ შეიძლება ომის წარმართვის დროს ნდობა გამოუცხადო. ომის დროს პრემიერ-მინისტრის შეცვლა კარგი არ არის, მაგრამ ის, ვინც ახლა ამ თანამდებობაზეა, უარესია. მან არ უნდა გააგრძელოს“, – განაცხადა ლაპიდმა.
ლაპიდმა აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუ საკუთარი თავის წინააღმდეგ აწარმოებს კამპანიას და არავინ იცის, რატომ აკეთებს იგი ამას.
„არ არსებობს ადამიანი რომელიმე სისტემაში, არა მხოლოდ ისრაელის სისტემაში, რომელიც ფიქრობს, რომ აუცილებელია ან შესაძლებელია, აბუ მაზენს (მაჰმუდ აბასს) ღაზას კონტროლი მიენიჭოს“, – აღნიშნა ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა.