ისრაელის ოპოზიცია ნეთანიაჰუს მხარდაჭერას პირდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში

ისრაელის უდიდესი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელმა 8 ივლისს თქვა, რომ პრემიერ-მინისტრ ს პარლამენტში მხარდაჭერას გამოუცხადებს, პოსტზე მისი დატოვების მიზნით – თუკი მმართველი კოალიციის წევრები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამო გაერთიანებას დატოვებენ.
ნეთანიაჰუმ თავის წარმომადგენლებს ნებართვა მისცა განაახლონ მოლაპარაკება შესაძლო შეთანხმებაზე ჰამასთან – რომელსაც და ევროკავშირი ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევენ – ღაზაში ომის დასრულების და 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილი ისრაელელების გათავისუფლების მიზნით.
ნეთანიაჰუს კოალიციაში ულტრამემარჯვენე პარტნიორების ნაწილი აცხადებს, რომ გაერთიანებას დატოვებს თუ ომი დასრულდება ს მხრიდან ჰამასის სრულ განადგურებამდე და ყველა მძევლის გათავისუფლებამდე. კოალიციის დაშლა ნეთანიაჰუს ხელისუფლების კოლაფსს მოიტანს.
პარტია “ეშ-ატიდის” ლიდერმა, იაირ ლაპიდმა თავისი საპარლამენტო ფრაქციის სხდომაზე თქვა – “მძევალთა შესახებ შეთანხმება მაგიდაზეა. არ არის მართალი, რომ ნეთანიაჰუს მოუწევს აირჩიოს მძევალთა საკითხსა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩენას შორის”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, ვფიქრობთ, თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ამერიკულ ადმინისტრაციაში – ვფიქრობთ, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში ომი დასრულდება უფრო ადრე

სალომე სამადაშვილი – ვინმემ დამიდოს გეგმა და წამზომი ჩართოს, როგორ აპირებს პუტინის რეჟიმის დამარცხებას – ეს არის ბრძოლა, რომელიც მოითხოვს მოთმინებას, თუ ვინმეს აქვს იდეა, ჩვენ ღია ვართ

ნინო დოლიძე – ცესკოს მათემატიკაში პრობლემა არ ჰქონია, მაგრამ ბევრი სერიოზული დარღვევა იყო – პარალელური დათვლის შედეგები რომ გამოგვექვეყნებინა, ეს შესაძლოა, ლეგიტიმაციის საფუძველი ყოფილიყო რიცხვებზე, რომელზეც პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ