“ისრაელის ოპერაცია ირანის წინააღმდეგ, ყველაზე სწორად გერმანიის კანცლერმა შეაფასა” – ირაკლი მელაშვილი

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
რაც მოვისმინე, ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულ ოპერაციაზე ყველაზე სწორი შეფასება გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, გაააკეთა G-7ის შეხვედრაზე ” ჩვენს მაგივრად აკეთებს შავ საქმეს. ჩვენ ასევე ვიტანჯებით ირანის რეჟიმით”
არ მახსოვს, იმათგან, ვინც ვითომ ჰუმანისტური იდეებითაა შეპყრობილი და ნიანგის ცრემლებს ღვრის ირანის დაბომბვის შედეგად დაღუპულ ადამიანებზე, რომელიმეს მაინც წუხილი გამოეთქვა აიათოლების მიერ ათასობით დახვრეტილ ირანელზე, მოკლულ ოპოზიციონერებზე, ან ჰიჯაბის არ ტარებისთვის დახოცილ ახალგაზრდა ქალებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)