ისრაელის ომის კაბინეტი მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების განსახილველად შეიკრიბა

ისრაელის ომის კაბინეტი მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების განსახილველად შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ს პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ ღაზაში მძევლების შესაძლო გათავისუფლების კუთხით პროგრესი მიღწეულია
„ჩვენ პროგრესს ვაღწევთ. მე ვფიქრობ, რომ არ ღირს მეტის თქმა, თუნდაც ამ მომენტში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე კარგი ამბები იქნება”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ რეზერვისტებთან შეხვედრისას.
ამასთან, BBC ისრაელის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ შეთანხმება გულისხმობს ჰამასის მიერ დღეში დაახლოებით 12 მძევლის, ჯამში 50-მდე ადამიანის გათავისუფლებას, ოთხდღიანი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ.
დღეს -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ახლა ძალიან ახლოს არიან ჰამასისგან მძევლების გათავისულფლებასთან. მისი თქმით, მძევლების ნაწილის სახლში დაბრუნებას ძალიან მალე შეძლებენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ოპოზიციის ლიდერმა ბენი განცმა საგანგებო მთავრობისა და ომის მართვის კაბინეტის შექმნის შესახებ 11 ოქტომბერს განაცხადეს. „ომის მართვის“ კაბინეტი შედგება ნეთანიაჰუს, განცის, თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრ იოავ გალანტისა და ორი სამხედრო სტრატეგიის ექსპერტისგან, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის ყოფილი მეთაურები არიან.
ისრაელმა ჰამასს ომი 7 ოქტომბერს, მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან შეიჭრა და განურჩევლად დახოცა 1400-ზე მეტი ადამიანი, მათგან 1200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის არიან ბავშვები, მოხუცები, ქალები და შშმ პირები. გარდა ამისა, 200-ზე მეტი ადამიანი ღაზის მიმართულებით გაიტაცეს. ისრაელი ამბობს, რომ მოკლულთა დიდ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.
ისრაელმა ღაზის სექტორის, ფაქტობრივად, შეუჩერებელი დაბომბვა და მოგვიანებით კი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ჰამასის მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის დაბომბვებს 11 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 4 ათასზე მეტი ბავშვია.
საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები, ასევე გაერო და მისი სააგენტოები ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას „კატასტროფულს“ უწოდებენ და ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტას, ასევე სრული ბლოკადის მოხსნას და იქ საკვებისა და საწვავის შეტანას.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება