ისრაელის მიერ ღაზის წინააღმდეგ ომის გაგრძელება, მისი უკანონო დარღვევები დასავლეთ სანაპიროსა და იერუსალიმში მთელ რეგიონს ააფეთქებს – იორდანიის მეფე

ისრაელის მიერ ღაზის წინააღმდეგ ომის გაგრძელება და მისი უკანონო დარღვევები დასავლეთ სანაპიროსა და იერუსალიმში მთელ რეგიონს ააფეთქებს, – ამის შესახებ იორდანიის მეფეm, აბდულა II-მ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის დროს განაცხადა.
შეხვედრაზე იორდანიის მეფემ ისაუბრა სერიოზულად მუშაობის აუცილებლობაზე პალესტინის საკითხის პოლიტიკური ჰორიზონტის შესაქმნელად, ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის საფუძველზე, სამართლიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობის მისაღწევად.
იორდნიის მონარქმა ასევე აღნიშნა, რომ ღაზაში ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ანკლავში ჰუმანიტარული დახმარება უწყვეტად უნდა შევიდეს.