ისრაელის მიერ ბეირუთის დაბომბვის ფონზე, თავის იშვიათ გამოსვლაში აიათოლა ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი „უკან არ დაიხევს“

ირანის უზენაესმა მმართველმა აიათოლა ალი ხამენეიმ საჯარო ქადაგების იშვიათი შესაძლებლობა გამოიყენა, რათა გაემართლებინა ირანის მიერ სთვის რაკეტების დაშენა ამ კვირის დასაწყისში და თქვა, რომ ის იყო „კანონიერი და ლეგალური“ და თუ „საჭირო გახდება,“ თეირანი ამას გაიმეორებს.
4 ოქტომბერს თეირანის ცენტრში პარასკევის ლოცვისას სპარსულ და არაბულ ენებზე გამოსვლისას ხამენეიმ თქვა, რომ ირანი და მისი მოკავშირეები რეგიონში ისრაელის წინაშე უკან არ დაიხევენ, რადგან იზრდება შეშფოთება, რომ ლიბანზე მრავალ, მასირებულ საჰაერო დარტყმას და ლიბანის ტერიტორიაზე შეჭრას შეიძლება უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტი მოჰყვეს. ირანი „არც შეყოვნდება და არც აჩქარდება, რათა თავისი მოვალეობა შეასრულოს“ და წინ აღუდგეს ისრაელს, – თქვა ხამენეიმ და დასძინა, რომ ისრაელისთვის რაკეტების დაშენა ამ კვირის დასაწყისში იყო „კანონიერი და ლეგალური“.
ხამენეი სიტყვით გამოვიდა რამდენიმე საათში მას მერე, რაც ისრაელმა საჰაერო თავდასხმა განახორციელა ბეირუთის გარეუბანზე, საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად.
არეალში გამაგრებულია ჰეზბოლა – შეიარაღებული დაჯგუფება და პოლიტიკური პარტია, რომელიც ლიბანის სამხრეთის დიდ ნაწილს აკონტროლებს.
ჰეზბოლა -ში ტერორისტულ დაჯგუფებადაა გამოცხადებული, ევროკავშირის ქვეყნებს კი მისი სამხედრო ფრთა ჰყავთ “შავ სიაში” შეყვანილი. ჰეზბოლას პოლიტიკური ფრთის წარმომადგენლები ლიბანის პარლამენტის წევრები არიან.
4 ოქტომბერს, შუაღამის შემდეგ, ისრაელის არმიამ მორიგი იერიში მიიტანა რადიკალური შიიტური ორგანიზაციის, ჰეზბოლას ობიექტებზე. სააგენტო AFP ჰეზბოლასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ორგანიზაციის ინფრასტრუქტურაზე, სულ მცირე, 11 დარტყმა იყო.

ასევე დაგაინტერესებთ