ისრაელის მთავრობის პრესსპიკერი – ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მთავრობის სხდომიდან 24 საათის განმავლობაში ამოქმედდება

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მთავრობის სხდომიდან 24 საათის განმავლობაში ამოქმედდება , – ამის შესახებ ისრაელის მთავრობის პრესსპიკერმა, შოშ ბადროსიანმა განაცხადა.
შოშ ბადროსიანმა დაადასტურა, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის შესახებ შეთანხმების ხელი ეგვიპტეში, დილით მოაწერეს.
„აღნიშნული 24-საათიანი პერიოდის დასრულების შემდეგ, 72-საათიანი ფანჯარა ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც „ჰამასმა“ დარჩენილი მძევლები ისრაელის თავდაცვის ძალებს უნდა დაუბრუნოს“, – განაცხადა ისრაელის მთავრობის პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე შეიკრიბება, ხოლო მთავრობის სხდომა მოგვიანებით გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – ელენე ხოშტარიას 1 წელი და 6 თვე მიუსაჯეს იმისთვის, რომ არ აღიარა, არ ითანამშრომლა, წინააღმდეგობა გაწია – ეს ერთგვარი მუქარაა ყველასთვის, თუმცა ამაზე ჩვენი პასუხია, რომ ტყვეებით ვაჭრობა არ შედგება!