ისრაელის მთავრობა – ომის მეორე ეტაპი რთული იქნება

ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ სამხედრო პუნქტებზე კონტროლს ამყარებენ.
„ჩვენ ახლა ომის მეორე ეტაპზე გადავდივართ – მეორე ეტაპზე, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით რთული იქნება“, – განაცხადა ს მთავრობის პრესსპიკერმა, ეილონ ლევიმ.
მისი თქმით, ისრაელი ღაზაში ომის ახალ ფაზაში რთულ ბრძოლას ელის, მაგრამ ღიაა კონსტრუქციული უკუკავშირისთვის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის შესამცირებლად. ამასთან, ისრაელის მთავრობის პრესსპიკერის განმარტებით, უცვლელია მათი მიზანი – გაანადგურონ „ჰამასი“.