ისრაელის მთავრობამ ღაზას სექტორში ყველა მძევლის გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა შეთანხმება, რომელიც ღაზას სექტორში „ჰამასის“ მიერ დაკავებული 48 მძევლის გათავისუფლებას ითვალისწინებს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ამ გადაწყვეტილებით, ძალაში შედის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.
მძევლების გათავისუფლება უსაფრთხოების დარღვევისთვის დაკავებული 2 000-მდე პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ და ს თავდაცვის ძალების ჯარების ნაწილობრივი გაყვანა -ის პრეზიდენტ ს მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის პირველი ეტაპია.
შეთანხმებას ხმა ისრაელის მინისტრების უმრავლესობამ მისცა, მათ შორის იმ მინისტრებმაც, ვინც ადრე მას ეწინააღმდეგებოდა.
შეთანხმების თანახმად, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორის ახალ ხაზებზე დაბრუნდება და შეინარჩუნებს კონტროლს ღაზას ტერიტორიის დაახლოებით 53%-ზე, რის შემდეგაც დაიწყება 72-საათიანი ვადა, რომელიც „ჰამასს“ყველა მძევლის გასათავისუფლებლად მიეცემა.