ისრაელის მთავრობამ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი პრემიერ-მინისტრ ს გადაწყვეტილებას უსაფრთხოების სამსახურის, შინ ბეთის ხელმძღვანელის რონენ ბარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, – ინფორმაციას The Times of Israel-ი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ისრაელზე „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მან რონენ ბარის მიმართ რწმენა დაკარგა.
„ის არ არის შესაფერისი ადამიანი ორგანიზაციის რეაბილიტაციისთვის”, – ციტირებს პრემიერის ოფისი ნეთანიაჰუს.
The Times of Israel-ი წერს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა ს ისტორიაში, როდესაც მთავრობამ შიდა უსაფრთხოების უწყების ხელმძღვანელი გაათავისუფლა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას