ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკება შეწყდა

ისრაელსა და ჰამასს (-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად შერაცხილი ორგანიზაცია) შორის მოლაპარაკება ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეჩერდა – ამის შესახებ ავრცელებს ცნობას ს ტელერადიომაუწყებელი, Kan-ი წყაროებზე დაყრდნობით.
მათ თანახმად, მხარეები ვერ შეთანხმდნენ 7 ოქტომბერს აყვანილი მძევლების გათავისუფლების პირობებზე და ვერ განსაზღვრეს “ომის დასასრულის” ცნება.
Kan-ს თანამოსაუბრეებმა უთხრეს, რომ მოლაპარაკებაში მონაწილე შუამავლები, ეგვიპტე და კატარი მოითხოვენ მძევლების გაცვლას საომარი მოქმედების შეწყვეტაზე. ამასთან, მხარეებს განსხვავებული პოზიცია აქვთ „ომის დასასრულის“ ცნების მიმართ. ამასთან ერთად, ისრაელი ვეტოს ადებს იმ ჯიჰადისტების გვარებს, ვისი გათავისუფლებაც ჰამასს სურს. ამ ინფორმაციით, ჰამასი დათანხმდა პირობებს, მაგრამ 6 მაისს ისრაელმა რაფაჰში, ეგვიპტის საზღვართან წამოიწყო საბრძოლო ოპერაცია.
ისრაელი თვლის, რომ რაფაჰი, რომელსაც პალესტინელი ლტოლვილების დიდმა რაოდენობამ შეაფარა თავი ნახევარწლიანი ომის განმავლობაში, ჰამასის ბოლო სიმაგრეა.
12 მაისს კაირო შეუერთდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საჩივარს ისრაელის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში. ეს ეგვიპტემ ახსნა ღაზაში ვითარების გამწვავებით და პალესტინელთა მიმართ აგრესიით. ეგვიპტემ ასევე უარყო ისრაელის წინადადება რაფაჰში საკონტროლო გამშვები პუნქტების გახსნის დაწყებაში კოორდინირებული მოქმედების შესახებ.
7ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე ჰამასის მეომრების შეჭრის შემდეგ, როცა 1200 პირი დაიღუპა და 250 მძევალი გაიტაცეს, ისრაელი საპასუხო სამხედრო მოქმედებას მიმართავს ღაზის სექტორში, პალესტინელთა ტერიტორიაზე ჰამასის წინააღმდეგ. ამ დროის განმავალობაში ისრაელის ავიაციის მოქმედებას ემსხვერპლა 35 ათასზე მეტი პალესტინელი – იტყობინება ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყება. პალესტინელთა ამ რეგიონს ჰამასის პოლიტიკური ფრთა მართავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკკეინის ინსტიტუტი შეფასებას აქვეყნებს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებასა და რამდენიმე ქართული NGO – ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზეა საუბარი