ისრაელის მედია, Times of Israel-ი და მე12 არხი იტყობინებიან, რომ „საერთაშორისო „წითელ ჯვარს“ 13 მძევალი გადაეცა. ისინი ღაზის სექტორიდან ეგვიპტესთან საზღვრისკენ, რაფაჰისკენ მიემართებოდნენ.
აშშ-ი და ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ „ჰამასსა“ და ისრაელს შორის დადებული ოთხდღიანი ზავის პირობებით, ისრაელს უნდა მიეღო 13 მძევალი, რომლებსაც „ჰამასი“ გაათავისუფლებდა ისრაელის მიერ დაპატიმრებული 39 პალესტინელის სანაცვლოდ.
ტაილანდის პრემიერ მინისტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ჰამასმა“ მისი 12 მოქალაქე, ასევე რადიკალური ორგანიზაციის მიერ მძევლად აყვანილი პირი, გაათავისუფლა.
ეს აქტი არ ყოფილი „ჰამასსა“ ისრაელს შორის არაპირდაპირი შეთანხმების ნაწილი.
ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა, სტერა ტავისინმა, Х-ის გზით გაავრცელა ცნობა, რომ გათავისუფლების ფაქტი დაადასტურა ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და უშიშროების სამსახურმა. არ არის ცნობილი, სად იმყოფებიან ტაილანდელი მოქალაქეები.
7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს „ჰამასმა“ 240 მძევალი გაიტაცა, რომელთა შრის იყო 19 ტაილანდელი ფერმერი. ბევრი მათგანის ბედი გაურკვეველია.
ოთხი დღის განმავლობაში, სანამ მოქმედებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მთლიანობაში გათავისუფლდება სულ მცირე 50 მძევალი, ქალები და ბავშვები. მოსალოდნელია, რომ მძევლების გათავისუფლების საპასუხოდ, ისრაელის ხელისუფლება გაათავისუფლებს ციხეებში მყოფი პალესტინელი ქალებისა და მოზარდების ერთ ნაწილს.
ცეცხლის შეწყვეტის დროებითი რეჟიმის მოქმედების დროს, ღაზის სექტორში უნდა შეწყდეს ნებისმიერი ბრძოლა, ისრაელის სამხედროებმა ასევე უნდა შეაჩერონ ჰაერიდან მონიტორინგი. ღაზის სექტორს უნდა მიეწოდოს ჰუმანიტარული დახმარება.
ისრაელის ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ საუბარი არ არის ზავზე, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებული ვადის გასვლის შემდეგ.
ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალური მოძრაობა ისრაელში შეიჭრა, რის დროსაც 1 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ღაზის სექტორზე ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად დახოცილთა რიცხვი 13 000-ს აღემატება.