კადრი ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოდანისრაელის მედია წერს, რომ აშშ-მ ქალაქ ქარაჯისა და თეირანის დამაკავშირებელ ხიდზე იერიში მიიტანა. ეს ხიდზე უკვე მეორე იერიშია.
როგორც The Times of Israel-ი წერს, ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ იერიში მათ არ მიუტანიათ, შესაბამისად, ხიდს აშშ-მ დაარტყა.
ირანის სამთავრობო მედიას წერს, რომ იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა. ხიდზე იერიშამდე მცირე ხნით ადრე გავრცელდა ცნობები მეშჰედის აეროპორტის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარზეც. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტა აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე საწვავის ავზს მოხვდა.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი იმუქრება, რომ საპასუხო იერიშებს მიიტანს ქუვეითში, საუდის არაბეთში, იორდანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ხიდებზე.
პარალელურად, ისრაელსა და ირანს შორის დარტყმების გაცვლა გრძელდება. ირანს იერიშები მიაქვს რეგიონის სხვა ქვეყნებზეც. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით, იერიში მიიტანეს ბაჰრეინში მდებარე Amazon-ის ობიექტზე.