ისრაელის ინფორმაციით, ლიბანში ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანის სამხრეთში მოკლეს ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი, ჰადი ალი მუსტაფა.
ს მტკიცებით, მუსტაფა, რომელიც ლიბანის ქალაქ ტირეში მოკლეს, ისრაელისა და სხვადასხვა ქვეყნებში ებრაელების წინააღმდეგ თავდასხმების მოწყობაში იყო პასუხისმგებელი.
გუშინ, 12 მარტს ლიბანურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ ჰეზბოლამ ისრაელის ჩრდილოეთით, გოლანის მაღლობების მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლა. ეს ჰამას-ისრაელის ომის პარალელურად დაწყებული შეტაკებების დროს ერთ დღეში გაშვებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო.