ისრაელის იერიშის შედეგად მოკლულია ირანის რეჟიმის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი

ირანის სამთავრობო მედიის მიხედვით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ იერიშის შედეგად მოკლულია IRGC-ის დაზვერვის უფროსი, მაჯიდ ხადემი.
ხადემი თანამდებობაზე 2025 წლის ივნისში დაინიშნა მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი, მოჰამედ კაზემი, რევოლუციური გვარდიის სხვა ოფიცრებთან ერთად ისრაელმა საჰაერო იერიშების შედეგად მოკლა.
პარალელურად, ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს, რომ “ირანის ლიდერები დევნის განცდაში ცხოვრობენ.”
“ჩვენ გავაგრძელებთ ერთმანეთის მიყოლებით მათზე ნადირობას.” – ამბობს ისრაელ კაცი.