ისრაელის იერიშებს 29 300-მდე პალესტინელი ემსხვერპლა – პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის 7 ოქტომბერს დაწყებული კონფლიქტიდან დღემდე, ს იერიშებმა სულ მცირე 29 313 პალესტინელი შეიწირა.
მათი განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში ქალაქ რაფაჰის მიმართულების ისრაელმა მორიგი ავიაიერიშები განახორციელა, რასაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში მათ ღაზას სექტორის ქალაქ ხან იუნისთან რამდენიმე ობიექტის დაკავება შეძლეს. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, თუ „ჰამასი“ მძევლებს 10 მარტამდე არ გაათავისუფლებს, რაფაჰში სახმელეთო შეტევა დაიწყება.