ისრაელის იერიშების შედეგად ორი ირანელი გენერალი დაიღუპა

ისრაელის იერიშების შედეგად ორი ირანელი გენერალი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ისრაელის სარაკეტო იერიშებს ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის უფროსის მოადგილე, გენერალი გოლამრეზა მეჰრაბი და ოპერაციების ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალი მეჰდი რაბანი ემსხვერპლა.
ირანული მხარის განცხადებით, გუშინ ისრაელის იერიშების შედეგად, სულ მცირე, 78 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მაღალი რანგის სამხედრო პირები.
გუშინ, ირანის სახელმწიფო მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ისრაელის იერიშების შედეგად ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაღერი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური ჰოსეინ სალამი, ირანის საჰაერო ძალების მეთაური გენერალი ამირ ალი ჰაჯიზადე და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელი გოლამალი რაშიდი დაიღუპნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო