ისრაელის თქმით “ჰამასთან” ომის ინტენსიური ეტაპი მალე დასრულდება

„ჰამასის“ წინააღმდეგ ომის ინტენსიური ეტაპი მალე დასრულდება ამბობს ს თავდაცვის მინისტრი, თუმცა კონკრეტულ თარიღზე არ საუბრობს.
პარალელურად, ღაზის სექტორში აქტიური დაპირისპირება გრძელდება. ისრაელმა წერტილოვანი საჰარო დარტყმები მიიტანა ღაზის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში, კერძოდ შადის და ხან იუნისის რაიონებში, სადაც ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „ჰამასის“ 100-მდე სარაკეტო დანადგარი აღმოაჩინეს, რომლითაც ისრაელის ტერიტორია იბომბებოდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, საჰაერო იერიშების შედეგად მათ ადგილზე მყოფი „ჰამასის“ მებრძოლები გაანადგურეს.
გვიან ღამით საჰაერო იერიშები განხორციელდა „ჰეზბოლას“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებზეც სამხრეთ ლიბანშიც. საზღვრისპირა რეგიონში დაძაბულობის ზრდა, ზრდის რისკებს, რომ შესაძლოა “ჰამასის” წინააღმდეგ მიმდინარე ომი, რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს.
ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე და კონფლიქტის მოგვარების გზებზე მსჯელობენ დავოსში. შვეიცარიაში, ეკონომიკურ ფორუმზე მსოფლიო ლიდერები შეიკრიბნენ.
დავოსში, ყატარის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ აუცილებელი და საჭიროა მიმდინარე კონფლიქტის ორი სახელმწიფოს იდეით გადაწყვეტა.
„რაც ახლა რეგიონში ხდება, ყველგან ესკალაციის რეცეპტია“,- ამბობს შეიხი მუჰამედი და განმარტავს, რომ აუცილებელია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება.
იმ ფონზე, როცა მსოფლიო ლიდერები კონფლიქტის მოგვარების გზებზე მსჯელობენ, ისრაელის მთავრობა ამბობს, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლა არ შეწყდება.
იოავ გალანტი, ისრაელის თავდაცვის მინისტრი გამორიცხავს ცეცხლის შეწყვეტას. გალანტს მიაჩნია, რომ სამხედრო ზეწოლის გარეშე „ჰამასი“ ისრაელიდან გატაცებულ მძევლებს არ გაათავისუფლებს.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის ამ განცხადებებს წინ უსწრებდა „ჰამასის“ მიერ გავრცელებული ვიდეო ჩანაწერი, სადაც ნათქვამია, რომ მოკლულია ორი მძევალი. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს ორი ცხედარი და ისმის მესამე მძევლის ხმა, სადაც ის ამბობს, რომ ორივე მძევალი ისრაელის სამხედროებმა მოკლეს.
„ეს არის ჰამასის ტყუილი“, – ასე გამოეხმაურა ისრაელის სამხედრო სპიკერი დანიელ ჰაგარი გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს და „ჰამასი“ ფსიქოლოგიურ ძალადობაში დაადანაშაულა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განაგრძობს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებას. გენერალური მდივანი ამბობს, რომ დაუყონებლივ უნდა მოხდეს ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა პალესტინელებისთვის რომლებიც ღაზის სექტორში რთულ პიროებებში იმყოფებიან. გაეროს გენერალურ მდივანს მიაჩნია, რომ ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული პაუზა დაეხმარება „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლების პროცესსაც.
ღაზის სექტორში, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის უწყება ამბობს, რომ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში 24 000 აჭარბებს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 60 000-ს აღემატება.
ომის შეწყვეტის მოთხოვნით პალესტინელთა მხარდამჭერი აქციები გრძელდება მსოფლიოს მასშტაბით. აქცია კვირას, 14 იანვარს გაიმართა ამერიკის დედაქალაქშიც.
„ჰამასის“ წინააღმდეგ ომი, ისრაელმა 7 ოქტომბრის თავდასხმის საპასუხოდ დაიწყო. პრემიერ-მინისტრ ს თქმით, ისრაელის მიზანი “ჰამასის” განადგურებაა. თავდასხმისას „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელში 1200-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, 240 კი მძევლად აიყვანეს. ნოემბერში მოლაპარაკებების შედეგად მძევლების ნაწილი, დაახლოებით 100 ადამიანი, გათავისუფლდა. სანაცვლოდ ისრაელმა 240 პალესტინელი გაათავისუფლა ციხეებიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”