ისრაელის თქმით, სირიულ სამხედრო პუნქტს დაარტყეს, რომელსაც ჰეზბოლა იყენებდა

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, სამხრეთ სირიაში, ს საზღვრის მიმდებარედ, სირიულ სამხედრო პუნქტზე მიიტანეს იერიში, რომელსაც ჰეზბოლას დაჯგუფება იყენებდა.
“IDF-ი სირიის რეჟიმს პასუხისმგებლობას ყველა იმ ქმედებაზე აკისრებს, რომელიც მისი ტერიტორიის ფარგლებში მოხდა და [ისრაელი] არ დაუშვებს ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც სირიის ფრონტზე ჰეზბოლას გამაგრებას გამოიწვევს”. – ნათქვამი იყო ისრაელის არმიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე, IDF-ის თქმით, იერიშები ასევე ლიბანის სამხრეთში ჰეზბოლას საგუშაგო პუნქტებსა და ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს, ხოლო ზოგიერთ მონაკვეთს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს.