ისრაელის თანახმად, სავარაუდოდ მოკლულია ჰამასის ლიდერი იაჰია სინვარი

ისრაელის თავდაცვის არმია და საერთო უსაფრთხოების სამსახური იძიებენ პალესტინური რადიკალური დაჯგუფება ჰამასის ლიდერის, იაჰია სინვარის სავარაუდო მკვლელობას (-სა და ევროკავშირში ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული).
ს თავდაცვის არმიის ცნობაში ნათქვამია, რომ ღაზის სექტორში დაიღუპა ჰამასის სამი წარმომადგენელი, რომელთაგან ერთი, შესაძლოა, სინვარი იყო. სამხედროთა თქმით, შენობაში, სადაც იმყოფებოდნენ მოკლულები, არ შეინიშნება მძევალთა ყოფნის ნიშნები.
ჰამასს კომენტარი არ გაუკეთებია დაჯგუფების ლიდერის შესაძლო სიკვდილზე.
სინვარი ჰამასის პოლიტიკური ლიდერი გახდა აგვისტოს დამდეგს. მან ამ პოსტზე შეცვალა ისმაილ ჰანიე, რომელიც ივლისის ბოლოს იქნა მოკლული თეირანში მის რეზიდენციაზე დარტყმის შედეგად.
სინვარი, რომელმაც თავისი ზრდასრული ცხოვრების ნახევარი ისრაელის ციხეებში გაატარა, ჰამასის ყველაზე გავლენიანი ლიდერია, ვინც ცოცხალი დარჩა ჰანიეს მკვლელობის შემდეგ.
სინვარი მიიჩნევა 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორად. მაშინ ჯიჰადისტთა თავდასხმას 1200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 250-ზე მეტი მძევლებად წაიყვანეს ღაზის სექტორში. მძევალთა ნაწილი ისრაელსა და ჰამასს შორის გარიგების შედეგად გაცვალეს. სექტემბრის დამდეგისთვის ჰამასის ხელში რჩებოდა ასზე ნაკლები მძევალი. ისრაელი ფიქრობს, რომ მათგან დაახლოებით 40 დაღუპულია.
შარშან ოქტომბერში ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ფართო მასშტაბის სამხედრო ოპერაცია წამოიწყო ღაზაში. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ისრაელის იერიშის შედეგად უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში დაიღუპა 42 ათასზე მეტი პალესტინელი, ძირითადად – ქალები და ბავშვები.

ასევე დაგაინტერესებთ