ისრაელის თავდაცვის ძალები – ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ირანმა ს მიმართულებით რაკეტები გაუშვა, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
„საჰაერო ძალები საფრთხის აღმოსაფხვრელად მუშაობენ“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილსა და ქალაქ ჰაიფაში ისმის.
ისრაელის თავდაცვის ძალები მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.