ჰუმანიტარული პაუზები ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში დღესაც გაგრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ჰუმანიტარული პაუზები ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში დღესაც გაგრძელდება, რათა პალესტინელებმა სამხრეთით ევაკუაცია შეძლონ.
„ჩვენ მოგიწოდებთ, რომ სასწრაფო ევაკუაცია მოახდინოთ, რადგან თქვენთვის იქ დარჩენა საშიშია“, – წერს ისრაელის თავდაცვის ძალების არაბულენოვანი სპიკერი, ვიცე-პოლკოვნიკი ავიჩაი ადრეი „ტვიტერის“ გვერდზე.
ასევე, ადრეიმ აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები სამხედრო აქტივობების დროს ტაქტიკურ პაუზებს გააკეთებს.