ისრაელის თავდაცვის ძალები – ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ სარდლობა განადგურებულია

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში „ჰამასის“ სამეთაურო სტრუქტურის დაშლა დაასრულეს.
თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პალესტინელი ბოევიკები ახლა ტერიტორიაზე მხოლოდ სპორადულად და მეთაურების გარეშე მოქმედებენ.
მისი თქმით, ისრაელმა ღაზის ჩრდილოეთით დაახლოებით 8000 მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელა.
დანიელ ჰაგარის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალები ახლა ორიენტირებულია „ჰამასის“ სამხრეთ და ცენტრალურ ღაზაში განადგურებაზე.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ შაბათს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გააგრძელებს კამპანიას „„ჰამასის“ ლიკვიდაციისთვის, მძევლების დასაბრუნებლად და იმისთვის, რომ ღაზა აღარ იყოს საფრთხე ისრაელისთვის“.
„ჩვენ გვერდზე უნდა გადავდოთ ყველაფერი, სანამ სრულ გამარჯვებას არ მივაღწევთ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ცნობისათვის, ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ 22 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია