ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ომი, შესაძლოა, მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდეს

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელ-ჰამასის კონფლიქტი, შეიძლება, 2024 წლის განმავლობაში გაგრძელდეს. „ომის მიზნები მოითხოვს ხანგრძლივ ბრძოლას და ჩვენ შესაბამისად ვემზადებით. ვგეგმავთ ბრძოლის ველზე მოქმედი ძალების გონივრულ მართვას, განვიხილავთ სარეზერვო სისტემას, ეკონომიკას, ძალების განახლებას და საბრძოლო მომზადების პროცესების გაგრძელებას თავდაცვის ძალებში.
თავდაცვის ძალებმა წინასწარ უნდა მოახდინოს დაგეგმარება, გვესმის რა, რომ დამატებითი ამოცანებისა და საომარი მოქმედებების განხორციელება მთელი წლის განმავლობაში დაგვჭირდება“, – განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.
შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ომი “კიდევ მრავალი თვის განმავლობაში” გაგრძელდება და რომ ეგვიპტის საზღვრის ღაზას მხარეზე კონტროლს დაამყარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ქვეყნები, იაპონია და კანადა – უმკაცრესად ვგმობთ ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს სპარსეთის ყურეში შეუიარაღებელ კომერციულ გემებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვას

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქს 12:00 საათისთვის ველოდებით და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება