ს თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ პოზიციებზე დარტყმებს განაგრძობს

ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ პოზიციებზე დარტყმებს განაგრძობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ს თავდაცვის ძალების არაბულენოვანი სპიკერი, ვიცე-პოლკოვნიკი ავიჩაი ადრეი ავრცელებს.
„გუშინ ჩვენი ტერიტორიის მიმართულებით ტერორისტული „ჰეზბოლას“ მიერ გასროლილი რაკეტების დაახლოებით, 80% ლიბანის ტერიტორიაზევე ჩამოვარდა“, – წერს ადრეი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
ავიჩაი ადრეიმ აღნიშნა, რომ ისრაელის არმია „ჰეზბოლას“ თავდასხმებს პასუხობს.
„ეს საერთაშორისო რეზოლუცია 1701-ს არღვევს და „ჰამასის“, ბავშვების მკვლელებისა და ქალებზე მოძალადეების მხარდაჭერად, ლიბანელების მძევლებად გამოყენებას აგრძელებს“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების არაბულენოვანმა სპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს – 4 ოქტომბრის მოვლენების ბრალდებულ ორგანიზატორებსა და ანი ნადარეიშვილის აიპი მისამართებს შორის ფიქსირდება 343 ინტერნეტსესია – ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე

გიორგი შარაშიძე – არ გამიკვირდება, რომ ბაჩო ახალაიას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე რადიკალური ქმედებების სურვილი ჰქონოდა, ასევე, არ გამიკვირდება, რომ ამას „ქართული ოცნება“ სათავისოდ იყენებდეს – ალბათ, ხაზები და კავშირები მიდის ლილუაშვილთან