ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის ცენტრალურ ნაწილში მოსახლეობას აფრთხილებს ტერიტორია დაუყოვნებლივ დატოვონ

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორის ცენტრალური ნაწილის მცხოვრებლებს აფრთხილებს, რომ სასწრაფოდ დატოვონ ტერიტორია, სანამ „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაცია მიმდინარეობს.
ს თავდაცვის ძალებმა სოციალურ ქსელ X-ში არაბულ ენაზე შეტყობინება გაავრცელა და ვადი ღაზას სამხრეთით, მათ შორის ალ-ბურეჯის ლტოლვილთა ბანაკში, მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა გადავიდნენ დეირ ალ-ბალაში მდებარე თავშესაფრებში. თავდაცვის ძალებმა მოქალაქეებს მოუწოდა, არ გადაადგილდნენ ცენტრალური ღერძის – სალაჰ ალ-დინის გზის გასწვრივ – სამხრეთ ქალაქ ხან იუნისში მიმდინარე ბრძოლების გამო.
„ისრაელის შეიარაღებული ძალები დაუშვებს მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარულ გადაადგილებას ხან იუნისის დასავლეთით შემოვლითი ღერძის გავლით“, – ნათქვამია განცხადებაში.