ისრაელის თავდაცვის ძალები – გასულ კვირას ღაზაში 200-ზე მეტი ტერორისტი დავაკავეთ

გასულ კვირას ღაზაში 200-ზე მეტი ტერორისტი დავაკავეთ, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში ისრაელის სამხედროებმა „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 200-ზე მეტი ტერორისტი დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ზოგიერთი ოფიცერი მშვიდობიანი მოსახლეობის რიგებში იმალებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – „ოპოზიციური ალიანსის“ ამოცანაა იმ ხარისხის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც რეჟიმს აიძულებს, დათმოს ძალაუფლება – როდესაც პოლიტიკურად კედელთან იქნებიან მიყენებული, მოლაპარაკებები რეალური იქნება