ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, გასულ ღამესა და დღეს დილით ჰეზბოლას ობიექტებზე იერიში მიიტანეს.
IDF-ს ცნობით, საჰაერო დარტყმების სამიზნე ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო კომპლექსი და ინფრასტრუქტურა იყო.
ისრაელის ინფორმაციით, ჰეზბოლას დაგეგმილი თავდასხმების ჩასაშლელად იერიში ლიბანის საზღვრის გასწვრივაც მიიტანეს.
