ღაზის სექტორში, „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე სახმელეთო ოპერაციის დროს ისრაელის 104 ჯარისკაცი დაიღუპა და 582 დაშავდა, – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
თავდაცვის ძალების ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ, საერთო ჯამში, დაღუპულია ისრაელის 433 ჯარისკაცი და დაჭრილია 1 645.
გამოცემა Haaretz-ის თავდაცვის ძალების მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამჟამად საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია 34 ჯარისკაცი იმყოფება, 210 ჯარისკაცის მდგომარეობა საშუალოა, 149-ის კი – დამაკმაყოფილებელი.
ღაზის სექტორის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედრო მოქმედებების შედეგად, 7 ოქტომბრის შემდეგ 18 000 პალესტინელი დაიღუპა. გარდა ამისა, დასავლეთ სანაპიროზე დაღუპული პალესტინელების რაოდენობა 200-ს აჭარბებს.
