ისრაელის თავდაცვის ძალები – ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე “ჰამასის“ გვირაბი აღმოვაჩინეთ

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოს კომპლექსში ოპერაციული გვირაბის შახტი აღმოაჩინეს.
„საავადმყოფოს ტერიტორიაზე “ჰამასის“ გვირაბის ინფრასტრუქტურა გამოაშკარავდა“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
მათივე მტკიცებით, ასევე აღმოაჩინეს მანქანა, რომელშიც დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა იყო განთავსებული.
„ჰამასი“ ისრაელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და მას ალ-შიფას სამედიცინო კომპლექსის შესახებ “ცრუ სცენარების, შეთითხნილი ნარატივებისა და დამახინჯებული ინფორმაციის” გავრცელებაში ადანაშაულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე: ქოცებისთვის – სულ რომ სადარბაზოებში ჩაცხრილოთ ოპოზიცია ან/და წლებით გამოგვკეტოთ ყველა, თქვენი მომავალი გარკვეულია. თქვენზე ისტორიაც უკვე დაწერილია – მწამებლები, ჯალათები, ეროვნული ინტერესების გამყიდველები და ისტორიული შესაძლებლობის გამფლანგველები ხართ