ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი – ჩვენი მიზანი „ჰამასის“ განადგურება და მძევლების სახლში დაბრუნებაა

ჩვენი მიზანი „ჰამასის“ განადგურება და მძევლების სახლში დაბრუნებაა, – ამის შესახებ ს თავდაცვის ძალების სპიკერი, დანიელ ჰაგარი აცხადებს.
„ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს გავაგრძელოთ ბრძოლა, გავანადგუროთ „ჰამასი“ და ყველა მძევალი სახლში დავაბრუნოთ“, – განაცხადა ჰაგარიმ.
ჰაგარიმ აღნიშნა, რომ ისრაელის სამხედროებმა ბოლო 24 საათში 400-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს.
„ჩვენ მათი დევნა ჩრდილოეთ ღაზაში ვაწარმოეთ. ახლა მათ სამხრეთ ღაზაში ვდევნით. „ჰამასის“ ტერორისტებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მაქსიმალური ძალით ვიმოქმედებთ, ხოლო ვიზრუნებთ იმაზე, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანი მინიმუმამდე შევამციროთ“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გაჩეჩილაძე – ერთ-ერთი საჭიროება, რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი იყო, რომ აღრიცხეს ყველა და ყველაფერი, ვინც კი სუნთქავდა, იმიტომ, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ – აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ემუშავებოდნენ

საგარეო უწყება ევროკავშირის დელეგაციის წევრის ქვეყანაში არ შემოშვებაზე – ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია