ზავის გახანგრძლივების მცდელობების ფონზე, ღაზაში საომარი მოქმედებები არ გაგრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
„შუამავლების ძალისხმევის გათვალისწინებით, რომ შეთანხმების პირობების მიხედვით მძევლების გათავისუფლების პროცესი გახანგრძლივდეს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გაგრძელდება“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.
„ჰამასმა“ ცალკე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული პაუზა მეშვიდე დღესაც გაგრძელდება.
ცნობისთვის, ბოლო წუთამდე ღაზაში ზავის გაგრძელების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.