ისრაელის თავდაცვის ძალები – ღაზას ალ-შიფას საავადმყოფოში განხორციელებული ოპერაციის დროს სამედიცინო მარაგი მივიტანეთ

ღაზას ალ-შიფას საავადმყოფოში განხორციელებული ოპერაციის დროს სამედიცინო მარაგი მივიტანეთ, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
„ახალშობილთა ინკუბატორები, ბავშვთა საკვები და სამედიცინო მარაგი ალ-შიფაში მივიტანეთ. სამედიცინო ჯგუფები და არაბულენოვანი ჯარისკაცები ადგილზე იმყოფებიან, რათა უზრუნველყონ, რომ აღნიშნული მარაგი დანიშნულების ადგილამდე მიაღწევს“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, “ზუსტი და მიზანმიმართული“ ოპერაცია ღაზას ალ-შიფას საავადმყოფოში ამ დრომდე გრძელდება.
ისრაელის თავდაცვის ჯარები „ჰამასის“ წევრებს საავადმყოფოს გარეთ მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ და როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, სამხედროებმა საავადმყოფოს ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო