ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში ხუთი მძევლის ცხედარი იპოვეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში 5 მძევლის ცხედარი იპოვეს. ხუთივე დაღუპული ს მოქალაქეა. მათ შორის არის საბავშვო ბაღის 56 წლის მასწავლებელი და ოთხი ჯარისკაცი.
ცხედრები ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ხან იუნისის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. სწორედ აქ დაიწყო ისრაელმა რეიდების ჩატარება რამდენიმე დღის წინ.
ხუთი დაღუპული ღაზაში დატყვევებულ 120 მძევალს შორისაა, რომელთა დაბრუნებასაც ისრაელი გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ცდილობს. მათი მესამედი უკვე დაღუპულად არის გამოცხადებული.
ისრაელი ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციებს აგრძელებს. ისრაელის პრემიერმინისტრი, 24 ივლისს -ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ ღაზის სექტორში ომი ერთ დღეში მორჩება, თუ ჰამასი დანებდება, განიარაღდება და ყველა მძევალს დააბრუნებს. მან ხაზი გაუსვა, რომ თუ ასე არ მოიქცევიან, “ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას,” მანამ, სანამ ჯამასის საბრძოლო შესაძლებლობებს არ გაანადგურებენ და ღაზაში მათ მმართვეობას არ დაასრულებენ.
ისრაელის პრემიერის თქმით, ჰამასის დამარცხების შემდეგ შესაძლებელი გახდება ახალი ღაზის აღმოცენება.