ისრაელის თავდაცვის ძალებმა ომის კაბინეტს რაფაჰის სახმელეთო ოპერაციის გეგმა წარუდგინეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ომის კაბინეტს ღაზას სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის განხორციელების გეგმა წარუდგინეს, – ინფორმაციას მედია საშუალებები ს პრემიერ-მინისტრ ს ოფისზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ნეთანიაჰუ ამ ქალაქს რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ „უკანასკნელ ბასტიონს“ უწოდებს, რომელმაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა.
სააგენტო dpa წერს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების მიუხედავად, ისრაელის პრემიერი რაფაჰში სახმელეთო შეტევის ოპერაციის გეგმის დამტკიცებას აპირებს და ამ მიზნით, კაბინეტის სხდომის მოწვევას გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ